Thermus aquaticus
Thermus aquaticus (ლათ.) – გრამუარყოფითი, ჩხირისებრი ექსტრემალურად თერმოფილური ბაქტერია. გვარი Thermus. ბინადრობს იელოუსტოუნის (აშშ) ეროვნული პარკის ცხელ წყაროებში და მსგავსი ტიპის რეგიონებში, გეიზერებში, სადაც ტემპერატურა 55°C-ზე მეტია. პირველად აღწერა ტომას ბროკმა (ინგლ.Thomas Brock) და ჰადსონ ფრიზმა (ინგლ. Hudson Freeze) იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში. თერმოსტაბილური ფერმენტები (განსაკუთრებით თერმოსტაბილური Taq-პოლიმერაზა) გამოიყენება, როგორც ინსტრუმენტი მოლეკულურ-გენეტიკურ კვლევებში. ბაქტერია არ წარმოქმნის