GFAJ-1
GFAJ-1 ანუ შტამი GFAJ-1 Halomonas sp. (ლათ.) – ჩხირისებრი ექსტრემოფილი ბაქტერია. ნაპოვნია NASA-ს მიერ კალიფორნიის ტბა მონოში. ბაქტერიას შეუძლია იარსებოს დარიშხანის მაღალი კონცენტრაციის პირობებში. მიკროორგანიზმი GFAJ-1 აღმოჩენილია გეომიკრობიოლოგის ფელის ვულფ-საიმონის მიერ. მეცნიერების მიერ გამოთქმულია მოსაზრება, რომ აღნიშნულ მიკროორგანიზმს, ფოსფორის ნაკლებობის პირობებში შეუძლია მისი ჩანაცვლება დარიშხანით. პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს.