Category Archives: სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი

Dictyoglomus

Dictyoglomus (ლათ.) –  ბაქტერიების გვარი, ერთადერთი Dictyoglomi ტიპიდან. შეიცავს ორ სახეობას: Dictyoglomus thermophilum (ტიპური სახეობა) და Dictyoglomus turgidum-ს. Dictyoglomus thermophilum-ი ექსტრემალური თერმოფილია (ოპტიმალური ტემპერატურა 73°C), ალკალიფილური, გრამუარყოფითი ჩხირისებრი ბაქტერია. ქემოორგანოჰეტეროტროფი, ობლიგატური ანაერობი. დუღილის შედეგად წარმოქმნიან აცეტატს, ლაქტატს და ნახშირბადის დიოქსიდს. გ-ც წყვილების პროცენტული შედგენილობა 29%-ია. პროდუცირებენ ბიოტექნოლოგიურ წარმოებაში მნიშვნელოვან, თერმოსტაბილურ ამილაზებს და ქსილანაზებს. თერმოსტაბილურ ამილაზას

Read More