Deinococcus radiodurans
Deinococcus radiodurans (ლათ.) – Deinococcus-ის გვარის, გრამდადებითი, ექსტრემოფილური კოკი. წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მეტად მდგრად ბაქტერიას, მაიონიზირებელი რადიაციის მიმართ. ქემოორგანოჰეტეროტროფია, ობლიგატური აერობი. იზრდება მარტივ საკვებ არეზე. D. Radiodurans-ის შტამები გამოყოფილია სხვადასხვა სუბსტრატებიდან. ბაქტერიას აქვს უნარი გადარჩეს 10000 გრეი (ადამიანისათვის ლეტალური დოზა არის 5 გრეი, ნაწლავის ჩხირისათვის 2000 გრეი) დოზის პირობებში. D. Radiodurans-სი ასინთეზებს LEA-ცილებს, რომელიც რადიაციული