Cupriavidus metallidurans
Cupriavidus metallidurans (ლათ.) – უსპორო, გრამუარყოფითი ბაქტერია, რომელიც შეგუებულია მძიმე მეტალებით გაჯერებულ გარემოში არსებობასთან, ასეთი პირობები უმრავლესობა მიკროორგანიზმებისათვის დამღუპველია. ბაქტერია სამეცნიერო კვლევებისათვის ხელსაყრელ ობიექტს წარმოადგენს, სადაც შესაძლებელია დაკვირვება, მაღალ მეტალების იონების ფონზე, უჯრედშიდა მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებზე. ცოცხალი ორგანიზმებისათვის, Cupriavidus metallidurans არ წარმოადგენს პათოგენურ მიკროორგანიზმს. თუმცა, მაღალ გენეტიკურ ნათესაობას (გენომში ჰომოლოგიური თანმიმდევრობები) ავლენს მცენარეებში დაავადების გამომწვევ