შარდ-სასქესო გზების მიკოპლაზმოზი
შარდ-სასქესო გზების მიკოპლაზმოზი სქესობრივი აქტის ნებისმიერმა სახემ (ვაგინალური, ორალური, ანალური) შეიძლება გამოიწვიოს შარდ-სასქესო გზების მიკოპლაზმური ინფექცია. მის საწინააღმდეგო დამცავი გზა არის პრეზერვატივის გამოყენება. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ მიკოპლაზმა თავდაპირველად ნელა ვითარდება, ამიტომ სიმპტომები ხანგრძლივი დროის მანძილზე არ ვლინდება. ინფიცირებული ადამიანი ვერც კი ხვდება, რომ არის მიკოპლაზმური ინფექციის მტარებელი და გამავრცელებელი. მიკოპლაზმური ინფექცია შეიძლება დედიდან შვილსაც გადაეცეს.