სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

ბუასილი - სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილის ვენების კვანძოვანი გაგანიერება, რასაც თან ახლავს სისხლდენა, ზოგჯერ თრომბოზი, ანთება, ქავილი და რიგი სხვა პროცესები.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაავადებას საფუძვლად უდევს სწორი ნაწლავის კავერნოზულ ვენებში სისხლის მიმოქცევის რეგულაციის დარღვევა, რაც იწვევს სისხლის შეგუბებას. ხელშემწყობი ფაქტორებია: ცხოვრების ნაკლებმოძრავი წესი, ყაბზობა, ანთებითი ან სიმსივნური პროცესები სწორ ნაწლავსა და მცირე მენჯის სხვა ორგანოებში. ვენების ხანგრძლივი გადავსება იწვევს მათი კედლებისა და საფარი გარსების გაფართოებასა და გათხელებას, მიღებული ტრავმების შედეგად კი მცირე ეროზიებისა და ნახეთქების წარმოქმნას. ვლინდება სისხლდენა დეფეკაციის აქტის ან უკანა ტანის ჰიგიენური დამუშავების დროს. გარდა ამისა, ეროზიებისა და ნახეთქების წარმოქმნა გარკვეულ პირობებს ქმნის მათი ინფიცირებისათვის; შედეგად ვითარდება ანთებითი პროცესები ჰემოროიდული კვანძების თრომბოზის ფონზე (მწვავე ბუასილი).

სიმპტომები, მიმდინარეობა. გაურთულებელი ბუასილის დროს ავადმყოფები უჩივიან ქავილს, უცხო სხეულის გრძნობას უკანა ტანის არეში, სისხლდენას; თანდათანობით ვითარდება ანემია. გართულებების დროს წარმოიქმნება ძლიერი ტკივილი, მატულობს ტემპერატურა, ვლინდება შეშუპება და ჰიპერემია უკანა გასავლის მიდამოში; დეფეკაციის აქტი

ბუასილი

გაძნელებულია, ზოგჯერ აღინიშნება შარდის შეკავება. დაავადება მიმდინარეობს პერიოდული გამწვავებებითა და გართულებებით, ხანგრძლივად, გამოხატულ ანემიამდე და ჩირქოვან ანთებამდე, კვანძების თრომბოზითა და ნეკროზით.

დიაგნოზის დადგენა ხდება დამახასიათებელი ჩივილების მიხედვით, გამოვარდნილი კვანძების გამოვლინებით, სწორი ნაწლავის გასინჯვითა და რექტორომანოსკოპიით. აუცილებელია ბუასილის დიფერენცირება სწორი ნაწლავის სისხლმდენი პოლიპებისაგან და სიმსივნეებისაგან, ასევე დივერტიკულოზისაგან და მისი ანთებითი დაზიანებებისაგან.

მკურნალობა ადრეულ სტადიებზე კონსერვატიულია – ვარჯიში, დიეტა, მსუბუქი საფაღარათოები, სველი ტუალეტი დეფეკაციის შემდეგ, აბაზანები ცივი წყლით, სანთლები, ადგილობრივად – ანესთეზიური საშუალებები. მწვავე გართულებების დროს – კვანძების თრომბოზისა და ანთებების დროს ინიშნება წოლითი რეჟიმი, დიეტა, ადგილობრივად – გამაგრილებელი საშუალებები, ანტიბიოტიკები. კვანძების მნიშვნელოვანი გამოვარდნის დროს და სისხლდენებისას ტარდება ქირურგიული მკურნალობა. ავადმყოფის სტაციონარში მოთავსების აბსოლუტური ჩვენებაა ბუასილი,  გამოხატული ანემიითა და კვანძების მწვავე ანთებით.

პროგნოზი, როგორც წესი, კეთილსაიმედოა. ადრეულ სტადიებზე ჩატარებული მკურნალობის შედეგად ხდება პროცესის სტაბილიზაცია და გამოჯანმრთელება. ქირურგიული ჩარევის შემდეგ უმრავლეს შემთხვევაში აღინიშნება გამოჯანმრთელება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 2067 times by 1213 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka