ასტიგმატიზმი
ასტიგმატიზმი – თვალის რეფრაქციის ანომალია, როდესაც თვალის ბადურაზე არ მიიღება საგნის ზუსტი ფოკუსური გამოსახულება, რის გამოც ავადმყოფი გარკვევით ვერ ხედავს საგნებს. ეტიოლოგია, პათოგენეზი. რქოვანასა და, იშვიათად, ბროლის ზედაპირების არათანაბარი სიმრუდის გამო საგნებიდან არეკლილი სხივები არ იკრიბება ერთ წერტილში, რის გამოც ბადურაზე მიიღება საგნების არამკაფიო და დამახინჯებული გამოსახულებები. ზოგჯერ ასტიგმატიზმი ვითარდება ოპერაციის, რქოვანას დაავადების, თვალების ჭრილობების