ასკარიდისებრნი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ასკარიდისებრნი – (Ascarididae), მრგვალი ჭიების ოჯახი. პარაზიტობენ ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების ნაწლავში. ასკარიდისებრნთა შორის ყველაზე გავრცელებულია ღორისა (Ascaris suum) და ადამიანის (A. lumbricoides) ასკარიდა. დედლის სიგრძეა 25 – 40 სმ, მამლისა 15 – 25 სმ, სხეული თითისტარისებრია. წინა ნაწილზე მოთავსებულ პირს გარს აკრავს სამი ტუჩი, რითაც პარაზიტი