ანგსტრემი
ანგსტრემი – (Ao) სიგრძის ერთეული, რომელიც უდრის 0,1 მმკ – ს, 0,0001 მკ – ს, ანუ 108 – სმ – ს. ანგსტრემობით ზომავენ უჯრედების სუბმიკროსკოპულ სტრუქტურებს, რომლებსაც ელექტრონული მიკროსკოპის საშუალებით აღმოაჩენენ. სიგრძის ამ ერთეულის სახელწოდება წარმოდგება შვედი ფიზიკოსის ანგსტრემის (1814 – 1874) გვარიდან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)