ავტორადიოგრაფია
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ავტორადიოგრაფია – (autoradiographia ბერძნ.autos – თვით, radio – ვასხივებ და grapho – ვწერ) ციტო და ჰისტოლოგიური გამოკვლევების ერთ – ერთი მნიშვნელოვანი თანამედროვე მეთოდი, რომელიც შესაძლებელს ხდის უჯრედებსა და ქსოვილებში რადიაქტიული იზოტოპებით (H3, C14, P32 და სხვ.) ნიშანდებულ ნივთიერებათა განლაგების შესწავლას.