ადიასპირომიკოზი
ლალი დათეშიძე
ადიასპირომიკოზი – ადამიანისა და ცხოველების დაავადება, რომლის გამომწვევები არიან ნიადაგში ბინადარი მიკროსკოპული სოკოების განსაკუთრებული სახეები. დასნებოვნება ხდება სოკოს სპორების შემცველი მტვრის შესუნთქვით. მიმდინარეობს ბრონქოპნევმონიის სახით.