Category Archives: უკატეგორიო

გენები ალელური

გენები ალელური  – ჰომოლოგიურ ქრომოსომათა ერთგვაროვან ლოკუსებში განლაგებული გენები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ერთი ნიშან–თვისების ალტერნატიული ვარიანტების განვითარებაზე. მათ აღნიშნავენ ერთნაირი სიმბოლოებით, მაგალითად:  А და а, ან А1 და А2. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .