ამპლიფიკატორი დნმ-ის (თერმოციკლერი)
ამპლიფიკატორი დნმ-ის (თერმოციკლერი) – პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) განსახორციელებლად საჭირო ხელსაწყო; საშუალებას იძლევა, განისაზღვროს ციკლთა საჭირო რაოდენობა და ციკლის ყოველი პროცედურისთვის შეირჩეს დროისა და ტემპერატურის ოპტიმალური პარამეტრები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .