გენოთერაპია
გენოთერაპია – სამედიცინო გენეტიკის განყოფილება, რომელიც ექსპერიმენტულად შეიმუშავებს მემკვიდრეობითი დაავადებების მკურნალობის მეთოდებს. (1) გენოთერაპია (gene therapy) – ადამიანის მემკვიდრული დაავადების განკურნების მიზნით, სამედიცინო გენეტიკის (კლინიკური) და გენური ინჟინერიის მეთოდების გამოყენებით, მუტანტური გენის ნორმალურით შეცვლა. (2) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .