გენეტიკური მონიტორინგი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გენეტიკური მონიტორინგი – (ინგლ. Monitoring საკონტროლო დაკვირვება; ბერძ. Genetikos წარმომავლობასთან დაკავშირებული) მუტაციური პროცესის ტემპის კონტროლი, უფრო ვიწრო გაგებით – კონტროლი მემკვიდრეობითი დაავადებების სიხშირეზე. საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ მემკვიდრეობითი ცვალებადობის ინტენსივობა და მიმართულება ადამიანის პოპულაციაში, მემკვიდრეობითი სტრუქტურების სტაბილურობა; საშუალებას იძლევა აგრეთვე ჩავატაროთ პოპულაციის გენოფონდის ,,ინვენტარიზაცია”, განვახორციელოთ მემკვიდრეობითი დაავადებებით დაავადებულთა