გენები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გენები – (gena ბერძნ.genos – დაბადება, წარმომქმნელი) მემკვიდრეობის ელემენტარული ერთეულები, რომლებიც წარმოდგენილია ქრომოსომების სიგრძეზე დიფერენცირებული სპეციფიკური უბნებით – (ლოკუსებით). ისინი განსაზღვრავენ უჯრედებისა და მთლიანად ორგანიზმის განვითარებისას ამა თუ იმ თვისების გამოვლინების ხასიათს. გენები მემკვიდრეობის მატერიალური სუბსტრატია. ვინაიდან ისინი ქრომოსომების დისკრეტული სტრუქტურული ერთეულები არიან, ერთიანად მემკვიდრეობითი ინფორმაციის მარაგს