ბრადიპნოე
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბრადიპნოე – იშვიათი სუნთქვა (წუთში 12 და ნაკლები სუნთქვითი მოძრაობით). აღინიშნება სუნთქვითი ცენტრის აგზნებადობის დაქვეითებისას ან მისი სტიმულაციის შემცირებისას. შესაძლოა მიზეზებია: ქალაშიდა წნევის მომატება, ტოქსიკური პროდუქტების ზემოქმედება (მაგ. ურემიისას, ღვიძლის ან დიაბეტური კომის დროს, ზოგიერთი ინფექციური დაავადებისას). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი