ბლექსლენდის სიმპტომი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბლექსლენდის სიმპტომი – დადებითია საკვერცხის მსხვილი კისტოზის დროს. ვლინდება შემდეგნაირად: მუცელზე თეძოს ძვლის წინა – ზემო წვეტების ზემოთ გარდიგარდმო ვდებთ სახაზავს და ვაჭერთ მას ხელს, კისტომის არსებობის შემთხვევაში ვიგრძნობთ მუცლის აორტის პულსირებას, ხოლო თუ მუცლის ღრუში ადგილი აქვს თავისუფალ სითხეს – ასციტს, პულსაცია არ იქნება. [“3”] გაფრთხილება!