ბირთვაკების ექსტრუზია
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბირთვაკების ექსტრუზია – (extrusio nucleolorum ლათ.extrusio – გამოგდება, გამოდევნა და nucleolus – ბირთვაკი) ბირთვებიდან ბირთვაკების გამოსვლა ან ამოგდება ციტოპლაზმაში და მის ფარგლებს გარეთაც კი. ეს მოვლენა უფრო მეტად ახასიათებს ჰიპერტროფულ ბირთვაკებიან ოოციტებსა და პოლიპლოიდურ უჯრედებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)