ფოკომელია
არჩილ შენგელია. გენეტიკის განმარტებითი ლექსიკონი. თბ., 2011
ფოკომელია – კიდურების პროქსიმალური ნაწილების არარსებობა ან მნიშვნელოვანი განუვითარებლობა, რის შედეგადაც ნორმალურად განვითარებული ტერფები და (ან) მტევნები წააგავს სხეულზე პირდაპირ მიმაგრებულს.