რა სურს მოზარდს და როგორ შევინარჩუნოთ მასთან ურთიერთობა?
სტატიის ავტორი მარიტა მერკვილაძე. სტატია, ავტორის ნებართვით, აღებულია საიტიდან: http://b2p.ge/ მოზარდების მშობლები ხშირად არ არიან მოზარდთან კომფორტულ ურთიერთობაში. კარის მიბრახუნების სცენები, კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა, არჩეული მეგობრებით უკმაყოფილება, გარეთ გატარებული დროის შეზღუდვა, გვიან დაძინება და დილით გაღვიძების პრობლემა. ყველაფერი ამის კრიტიკა ტოვებს განცდას, რომ კამათი უშედეგოა. რომ მოზარდი ერთ ყურში უშვებს თქვენს სიტყვებს და მეორიდან გამოუშვებს.რაც უფრო მეტად