როგორ ვასწავლოთ ბავშვს მოწესრიგებულობა
სტატიის ავტორი მარიტა მერკვილაძე. სტატია, ავტორის ნებართვით, აღებულია საიტიდან: http://b2p.ge/ ბავშვის სურვილი გააკეთოს ყველაფერი ის, როგორც მას თავად სურს მშობლებს დიდ დისკომფორტს უქმნის. ხშირად მშობლები ჩივიან იმაზე, რომ მუდმივად უხდებათ ბავშვისთვის შეხსენება სხვადასხვა ქცევის გასაკეთებლად.მაგ-ად: დაიბანე ხელები, ჩარეცხე ტუალეტი, გაიხეხე კბილები, გაიხადე ფეხსაცმელი. ასეთ ყოველდღიურ წვრილმანებში მშობელს თითქმის ყოველდღე უწევს გაუმეოროს ბავშვს ეს ფრაზები. გასწავლით ხერხს, რომლის