მეორე ტიპის დიაბეტი By ენდოკრინული მეორე ტიპის დიაბეტი რას ნიშნავს მეორე ტიპის დიაბეტი? დიაბეტი ისეთი დაავადებაა, რომლის დროსაც სისხლში დიდი რაოდნობით შაქარი (გლუკოზა) გროვდება. ასეთ მდგომარეობას ჰიპერგლიკემია ეწოდება. გლუკოზა საწამლავი არ არის, არამედ თქვენი ორგანიზმისთვის ენერგიის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. თუმცა, მუდმივად სისხლში შაქრის მაღალი დონე იწვევს ნაადრევ დაბერებას და ადრეულ ასაკში ისეთი გართულებების განვითარებას, როგორებიცაა: ინფარქტი, ინსულტი, თირკმლის უკმარისობა, სიბრმავე, ტერფების დაზიანება და სხვ. >>> Read More