Category Archives: ფსიქიკური

ალკოჰოლური ენცეფალოპათია

ალკოჰოლური ენცეფალოპათიები

ალკოჰოლური ენცეფალოპათიები – ალკოჰოლური ფსიქოზის ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც ვითარდება ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს; ხასიათდება ფსიქიკური აშლილობით და სისტემური სომატური და ნევროლოგიური დარღვევებით, რომელიც არაიშვიათად დომინირებს კლინიკურ სურათში. დაავადების სიმწვავის მიხედვით ფსიქიკური დარღვევები განისაზღვრება ან უპირატესად მძიმე დელირიით ან სხვადასხვა სიღრმის оглушения ან ორგანული ფსიქოზის სხვადსხვა სურათით. ალკოჰოლური ენცეფალოპათიის განვითარების ფონს წარმოადგენს  ქრონიმული ალკოჰოლიზმი, ალკოჰოლური ენცეფალოპათიის დროს ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების ხანგრძლივობა  მერყეობს 6-20 წლამდე და მეტი.  ქალებში ალკოჰოლური ენცეფალოპათია შეიძლება განვითარდეს უფრო ადრე. ალკოჰოლური ენცაფალოპათია ვითარდება ქრონიკული ალკოჰოლიზმის მეორე ან მესამე სტადიის ბოლოს ალკოჰოლის გახანგრძლივებული (კვირეებით და თვეებით) მიღების ფონზე. ხშირად ალკოჰოლურ ენცეფალოპათიებს წინ უსწრებს წლობით მიმდინარე ყოველდღიური ლოთობა.

Read More

აგორაფობია

აგორაფობია (სინონიმი – ტოპოფობია, ბერძნულიდან agore – სავაჭრო მოედანი, phobos – შიში) – აკვიატებული შიშების ნაირსახეობა, რომელიც გამოიხატება ღია სივრცისადმი შიშით და თავს იჩენს ღია სივრცეში მოხვედრისას (ფართე ქუჩა, მოედანი) და ისეთ სიტუაციებში, როგორიც არის ხალხმრავლობა და უსაფრთხო ადგილზე მალევე დაბრუნების შეუძლებლობა. ამგვარად, აგორაფობია მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ და, როგორც წესი, ნაწილობრივ თანხვედრაში მყოფ ფობიათა ერთობლიობას,

Read More