ალდოსტერონი
ალდოსტერონი – ალდოკორტინი, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰორმონი კორტიკოსტეროიდების ჯგუფისა. აწესრიგებს ორგანიზმში მინერალურ ცვლას. მოლეკულური მასა 360,43 ალდოსტერონი 1952 კრისტალების სახით გამოყვეს, 1959 კი სინთეზურად მიიღო ვ. ბეტშტეტერმა. ალდოსტერონი ხელს უწყობს ორგანიზმში ნატრიუმის იონების (Na+) შეკავებას და კალიუმის იონების (K+) შარდთან, ნერწყვთან და ოფლთან ერთად გამოყოფას. მისმა უკმარისობამ (თირკმელზედა ჯირკვლის ამოკვეთის ან ადისონის სნეულების დროს) შეიძლება