Category Archives: სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი

ალდოსტერომა

ალდოსტერომა – თირკმელზედა ჯირკვლების კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ახდენს ალდოსტერონის პროდუქციას. ვლინდება ორგანიზმში წყლის შეკავებით, ნატრიუმის მომატებული შემცველობითა და კალიუმის დონის შემცირებით სისხლის შრატში, არტერიული წნევის მომატებით, სისუსტით, წყურვილით, პოლიურიით. მკურნალობის ძირითადი მეთოდი – ქირურგიული. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .