Shigella dysenteriae
Shigella dysenteriae (ლათ.) – გრამუარყოფითი ბაქტერიების სახეობა. წარმოადგენს დაავადება – ბაქტერიული დიზენტერიის გამომწვევს. უმოძრაო, ბოლოებში მომრგვალებული ჩხირისებრი ბაქტერიაა. არ წარმოქმნის სპორას და კაფსულას. ზოგიერთ სახეობებს აქვთ თხელი კაფსულარული შრე – გლიკოქალიქსი. ქეომოორგანოჰეტეროტროფია. ფაკულტატური ანაერობი. იზრდება მარტივ საკულტივაციო არეებზე. Shigella dysenteriae იწვევს დიზენტერიას. გადაცემის გზა ფეკალურ-ორალურია. შედის მაკროფაგში და იწვევს მის აპოპტოზს. წარმომქნის ენდო- და ეგზოტოქსინებს.