ალვეოლა
ალვეოლა – (ლათ. Alveolis – ბუშტულა, ღრმული), 1. ბუშტუკოვანი (ალვეოლური) ჯირკვლების ბოლო, სეკრეტის გამომყოფი ნაწილი; 2. ფილტვის ბრონქიოლების დაბოლოება, ეპითელიუმური უჯრედებით ამოფენილი და სისხლის კაპილარებით დაფარული ბუშტუკი, სადაც ხდება აირცვლა; 3. ყბის ძვლებში – ფოსო, რომელშიც კბილის ფესვი ზის. [“1”] გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .