Category Archives: სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი

აკროოსტეოლიზი

აკროოსტეოლიზი – ძვლოვანი ჩონჩხის დისტალური ნაწილების გაწოვა, მათი რაიმე ქსოვილით ჩანაცვლების გარეშე. წარმოადგენს ნეიროგენული ოსტეოართროპათიის ერთ – ერთ ფორმას. ზიანდება უპირატესად თითების დისტალური ფალანგები, ასევე სხვა ფალანგებიც. აღინიშნება სირინგომიელიის, სკლეროდერმიის, ფსორიოზული ართრიტის, კეთრისა და სხვ. დროს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .