Category Archives: სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი

აკროდერმატიტი ატროფიული ქრონიკული

აკროდერმატიტი ატროფიული ქრონიკული – (acrodermatitis chronica atrophicans: სინ.: კანის იდიოპათიკური პროგრესული ატროფია) აკროდერმატიტი, რომელიც ხასიათდება მოლურჯო ერითემით მტევნისა და ტერფის ზურგზე, ასევე იდაყვისა და მუხლის სახსრების მიდამოში (სიმეტრიულად ან ერთ კიდურზე); პროცესი თანდათანობით ვრცელდება კიდურზე; შემდგომში ვითარდება დაზიანებული კანის ატროფია. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .