აიერსის სინდრომი
აიერსის სინდრომი – სკლეროზი ფილტვის არტერიის სისტემაში, რომელიც ვითარდება ფილტვების ხანგრძლივი ჰიპერტენზიის შედეგად, ბრონქების ქრონიკული დაავადების ფონზე. გამოვლინებები: გამოხატული დიფუზური ციანოზი, ქოშინი, გულის მარჯვენა ნახევრის დატვირთვის ნიშნები (,,ფილტვისმიერი გული”). ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილება! .