ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი
ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი – წარმოადგენს გულის ვენური სისხლძარღვების თანადათანობით პროგრესირებადი ათეროსკლეროზის, აგრეთვე ადრე გადატანილი განმეორებითი ინფარქტების შედეგს. ხასიათდება გულის უკმარისობის ნიშნებით და რიტმის დარღვევებით. ყველაზე ხშირად ათეროსკლეროზის განვითარებას წინ უძღვის სტენოკარდია (იხ.). სიმპტომები. ავადმყოფები ხშირად უჩივიან ქოშინს, კარდიული ასთმის შეტევებს. ფილტვებში მოისმინება შეგუბებითი ხიხინები, მოგვიანებით მას უერთდება მარცხენა პარკუჭოვანი უკმარისობა ღვიძლის გადიდებით, ასციტით, შეშუპებებით. გულის ზომები,