Bacillus thuringiensis
Bacillus thuringiensis (ლათ) – გრადადებითი, სპორაწარმოქმნელი ნიადაგის ბაქტერია. უჯრედები და სპეციფიკური კრისტალური δ-ენდოტოქსინი მოქმედებაში მოდის, როცა შეეხება მწერთა მუხლუხოებს, მოსკიტების მატლებს, ნემატოდებს და სხვა. გამოიყენება მცენარეთა დაცვაში, სადაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ენდოტოქსინი (Cry-ტოქსინი). ენდოტოქსინის გენით, ხორციელდება მცენარეების ტრანსფორმაცია (გენმოდიფიცირებული მცენარეები), რომლებიც მდგრადნი ხდებიან მწერების მიმართ (მწერი იღუპება მათი კვებისას). მორფოლოგიურად დამახასიათებელი თავისებურება არის, ციტოპლაზმაში ტოქსინის კრისტალების