Category Archives: სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი

Bacillus cereus

Bacillus cereus (ლათ). გრამდადებითი, სპორაწარმომქნელი ნიადაგის ბაქტერიები.  ქემოორგანოჰეტეროტროფი, ფაკულტატური ანაერობი, შეუძლია ნიტრატის რედუქცია. იზრდება მარტივ საკვებ არეზე, მყარ საკვებ არეზე წარმოქმნის ბრტყელ, ამობურცულ, ოდნავ ჩაზნექილ კოლონიებს. კიდეები ტალღისებრი. ენდოსპორა განლაგებულია ცენტრალურად და არ აჭარბებს უჯრედის ზომას. ინკუბაციური პერიოდი 1-12 საათია. ადამიანებში იწვევს კვებით ტოქსიკოინფექციებს (ღებინება, დიარეა). დაავადება ასოცირებულია ჰამბურგერებით, ნედლი ან შემწვარი ბრინჯის კვებასთან. წარმოქმნის

Read More