Category Archives: სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი

აეროტაქსისი

აეროტაქსისი – (აერო … ბერძნ. ტახის – რიგზე დაწყობა, განლაგება), მიკროორგანიზმების, ერთუჯრედიანან მრავალუჯრედიან ორგანიზმთა მოძრავი უჯრედების (სპორებისა და სხვ.) გადანაცვლება ჟანგბადის წყაროსკენ ან ამ წყაროს საწინააღმდეგო მიმართულებით. ჟანგბადის წყაროსკენ მოძრაობა – დადებითი აეროტაქსისი ახასიათებს აერობებს (იხ.). საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობა – უარყოფითი აეროტაქსისიკი ანაერობებს. აეროტაქსისი ქემოტაქსისის კერძო შემთხვევაა. [“1”] ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილება!

Read More