ადისონ – გალის სინდრომი
ლალი დათეშიძე
ადისონ – გალის სინდრომი – (Th. Addison, ინგლ. ექიმი; W. Gull, ინგლ. ფიზიოლოგი) კანის მელანოზისა და ქსანთომატოზის შერწყმა, რომელიც ვითარდება ღვიძლის ბილიარული ციროზის დროს ფოსფოლიპიდების ცვლის მოშლის შედეგად; მიმდინარეობს ქრონიკული სიყვითლითა და ჰემორაგიული დიათეზით.