Category Archives: სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი

ადიპოზინი

ლალი დათეშიძე

ადიპოზინი – (Adipozinum) ცილოვანი პრეპარატი, რომელიც მიღებულია მსხვილი რქოსანი პირუტყვისა და ღორის ჰიპოფიზის წინა წილიდან; წარმოადგენს წყალში ხსნად სტერილურ ფხვნილს. ადიპოზინი ახდენს ცხიმოვან ქსოვილში ნახშირწყლებიდან ცხიმის სინთეზის დამუხრუჭებას და ააქტიურებს მათში ტრიგლიცერიდების ლიპოლიზს. ადიპოზინის აქტიურობა ვლინდება შრატში თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების შემცველობის გაზრდით.

Read More