Category Archives: სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი

Alcanivorax

Alcanivorax (ლათ.) – გრამუარყოფითი, ობლიგატური აერობების გვარი. გვარის წარმომადგენლებს შეუძლიათ ნახშირწყალბადების ბიოდეგრადაცია. ქემოორგანოტროფებია, აერობები. შეუძლიათ ალკანების გამოყენება, როგორც ნახშირბადის ერთადერთი წყარო. წარმოადგენენ ზღვის ნავთობის დომინირებად მიკროფლორას თუ ხელმისაწვდომია ფოსფორი და აზოტი. წარმოქმნიან გარეუჯრედულ მემბრანასთან დაკავშირებულ აქტიურ ნივთიერებებს. ჰალოფიტებია შეუძლიათ ზრდა NaCl -ის 0.5-12%-იან საკვებ არეში. უჯრედის ფორმა ჩხირისმაგვარია. ზოგი სახეობა, პოლარულად განლაგებული შოლტების ხარჯზე მოძრავია. 

Read More