Rickettsia rickettsi
Rickettsia rickettsi (ლათ.) – რისკეტსიების გვარის სახეობა. კლასი ალფა-პროტეობაქტერიები. იწვევს დაავადებას – კლდოვანი მთების ლაქოვან ცხელებას. Rickettsia rickettsi – ჩხირისებრი, უმოძრაო, გრამუარყოფითი ბაქტერიაა. რომანოვსკი-გიმზას მეთოდით იღებება ცისფრად. უჯრედები ფორმა იცვლება, ზრდის ფაზის და პირობების მიხედვით. არ წარმოქმნის ენდოსპორებს. R. rickettsi აქვს მიკროკაფსულა და მემბრანის უჯრედული კედლის ზედაპირზე ლორწოვანი საფარველი, რომელიც ლიპოპოლისაქარიდებისაგან, მურეინის და ცილა-ანტიგენებისაგან შედგება.