Acaryochloris marina
Acaryochloris marina (ლათ.) – Synechococcales რიგის სიმბიოზური ციანობაქტერიების სახეობა. ფოტოსინთეზის ძირითად პიგმენტად იყენებს d ქლოროფილს, რაც მას საშუალებას აძლევს გამოიყენოს სინათლის წითელი სპექტრი (შთანთქმის მაქსიმუმი – 710 ნმ). Acaryochloris marina-ს გენომი სექვენირებული იყო 2008 წელს. გენომის მთლიანი სიგრძე აღმოჩნდა სხვა პროკარიოტებთან შედარებით საკმაოდ გრძელი და შეადგინა 8.3 მლნ ფუძეთა წყვილი. გენეტიკური ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი ინახება