ქოლერის ვიბრიონი
ქოლერის ვიბრიონი (ლათ. Vibrio cholerae) – გრამუარყოფითი ფაკულტატური ანაერობული მოძრავი ბაქტერიები. Vibrio cholerae გამოყოფს ეგზოტოქსინს, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი უკავშირდება ადამიანის ეპითელიოციტებს. მეორე რეგიონი, ხორციელებს ადფ-რიბოზილირებას. გარდა ამისა, Vibrio cholerae პროდუცირებს ციტოლიზინებს. Vibrio cholerae-ს სეროჯგუფი О1 და О139 წარმოადგენს ადამიანებში ქოლერის აღმძვრელს. Vibrio cholerae მრავლდება მტკნარი და მლაშე წყლების პლანქტონში, დაავადების გამავრცელებელია ბაქტერიამტარებელი