სტაფილოკოკი
სტაფილოკოკი (ლათ. Staphylococcus) – Staphylococcaceae ოჯახის ბაქტერიების გვარი. უმოძრაო, გრამდადებითი მიკროორგანიზმებია. უჯრედის დიამეტრი 0.6-დან 1.2 მკმ-მდე. სტაფილოკოკები ფაკულტატური ანაერობებია, ქეომოორგანოტროფები, მეტაბოლიზმის ჟანგვითი და ფერმენტაციული ტიპით, კატალაზა დადებითი და ოქსიდაზა ნეგატიურებია. ზოგიერთი სახეობები: ოქროსფერი სტაფილოკოკი (Staphylococcus aureus) ადამიანისათვის პათოგენურო ბაქტერიაა. ადამიანებში შეუძლია გამოიწვიოს, ჩირქოვან-ანთებითი პროცესები, თითქმის ყველა ორგანოსა და ქსოვილებში. მეტიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი – ოქროსფერი სტაფილოკოკის