მიკოპლაზმა
მიკოპლაზმა (ლათ. Mollicutes) – ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმების ბაქტერიების კლასი. არ აქვთ უჯრედის კედელი, რომელიც აღმოჩენილი იყო ძროხების პლევრო-პნევმონიის აღმძვრელში. მიკოპლაზმები, როგორც ჩანს, წარმოადგენენ მეტად მარტივ ცოცხალ ორგანიზმებს. მათი გენეტიკური ინფორმაციის მოცულობა 4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ნაწლავის ჩხირის. მიკოპლაზმები სხვა ბაქტერიებისაგან განსხვავდება, მყარი უჯრედული კედლის არარსებობით (ამიტომ, გარემოსაგან მხოლოდ ციტოპლაზმური მემბრანით არის გამოყოფილი) და მკვეთრად გამოხატული პოლიმორფიზმით. ვირუსებისაგან