Rhizobium
Rhizobium (ლათ.) – ბაქტერიების გვარი. ოჯახი Rhizobiaceae. კლასი ალფა-პროტეობაქტერია. შედის კოჟრის ბაქტერიების ჯგუფში. გრამუარყოფითი ნიადაგის ბაქტერიაა. შეუძლია აზოტის ფიქსაცია. სიმბიოზურ ურთიერთობაში შედის პარკოსანი მცენარეების ოჯახთან, გვარი Parasponia-ს სახეობებთან და სხვა. გვარის წარმომადგენლები ახდენენ მცენარეების ფესვები კოლონიზაციას, წარმოქმნიან ფესვებში კოჟრებს, სადაც ჟანგბადის დაბალი კონცენტრაციის პირობებში ატმოსფერულ აზოტს გარდაქმნიან ამონიაკად. ამით მცენარისათვის ორგანული აზოტი ხელმისაწვდომი ხდება გლუტამინის