ბიფიდობაქტერია
ბიფიდობაქტერია (ლათ. Bifidobacterium: bifidus – ორად გაყოფილი და bacteria – ბაქტერია). გრამდადებითი, ანაერობული ბაქტერიების გვარი. ფორმით ოდნავ მოღუნული ჩხირებია (სიგრძე 2-5 მკმ). ზოგჯერ ბოლოებში ორად გაყოფილი. არ წარმოქმნიან სპორებს. ბიფიდობაქტერიებს ზრდისათვის ესაჭიროებათ პარა-ამინო ბენზოის და პანთოტენის მჟავები. დიფერენციალური ნიადაგია ბრაუროკის არე. მიკრობების რაოდენობა ნორმაში შეადგენს 109—1010 რაოდენობრივ ერთეულს/გრ. ძუძუთი მკვებავ ბავშვებში ბიფიდობაქტერიები, ნაწლავური ფლორის 80-90%-ს