Category Archives: სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი

Pseudomonas syringae

Pseudomonas syringae (ლათ.) – იასამნის ფსევდომონა. პირველად აღმოჩენილი იყო იასამანში. გრამუარყოფითი ფიტოპათოგენური სახეობა. ჩხირისებრი ფორმის უჯრედით და ერთი შოლტით. მცენარეებში იწვევს მღვრიე ლორწოს დენას, აზიანებს ნაყოფს და ფოთლებზე აჩენს ლაქებს. P. syringae იწვევს მრავალი სახეობის მცენარის ინფიცირებას. არსებობს დაახლოებით 50 პათოვარი – შტამი. საქაროზიან აგარის კულტურაზე P. syringae წარმომქნის პოლიმერ – ლევანს, სიდეროფორ – პიოვერდინს

Read More