Category Archives: სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი

არომატაზა

არომატაზა (aromatase, estrogen synthetase, androgen-aromatase) -ფერმენტი ციტოქრომ Р-450 ოჯახიდან, რომელიც ესტროგენის ბიოსინთეზის ერთ-ერთ ეტაპზე, აკატალიზებს ანდროგენის ესტროგენად გარდაქმნის რეაქციას. არომატაზა ძირითადად ექსპრესირდება საკვერცხეებსა და პლაცენტაში და ასრულებს მნიშვნელოვან როლს ორგანიზმის აღდგენითი ფუნქციის კონტროლში. ადამიანის გენომში არომატაზას გენი (CYP19), ლოკალიზებულია მე-15 ქრომოსომის q21.1  მონაკვეთში. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .