Category Archives: სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი

Thermus thermophilus

Thermus thermophilus (ლათ.) – გრამუარყოფითი ბაქტერიების სახეობა. ფართოდ გამოიყენება ბიოტექნოლოგიაში, როგორც გენური ინჟინერიის მოდელური ორგანიზმები. ბაქტერია ექსტრემალური თერმოფილია. ზრდის ოპტიმალური ტემპერატურა 65 °C-ია. სახეობა იყოფა რამდენიმე შტამად, საიდანაც HB8 და HB27 ხშირად გამოიყენება ლაბორატორიული სამუშაოებისათვის. მათი გენომის ანალიზი გაკეთდა 2004 წლს rTth დნმ-პოლიმერაზა – არის რეკომბინანტული თერმოსტაბილური დნმ-პოლიმერაზა, გამოყოფილი  Thermus thermophilus-დან. ტემპერატურული ოპტიმუმია 70—80 °C.

Read More

Thermus aquaticus

Thermus aquaticus (ლათ.) – გრამუარყოფითი, ჩხირისებრი ექსტრემალურად თერმოფილური ბაქტერია. გვარი Thermus. ბინადრობს იელოუსტოუნის (აშშ) ეროვნული პარკის ცხელ წყაროებში და მსგავსი ტიპის რეგიონებში, გეიზერებში, სადაც ტემპერატურა 55°C-ზე მეტია. პირველად აღწერა ტომას ბროკმა (ინგლ.Thomas Brock) და ჰადსონ ფრიზმა (ინგლ. Hudson Freeze) იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში. თერმოსტაბილური ფერმენტები (განსაკუთრებით თერმოსტაბილური Taq-პოლიმერაზა) გამოიყენება, როგორც ინსტრუმენტი მოლეკულურ-გენეტიკურ კვლევებში. ბაქტერია არ წარმოქმნის

Read More