არენავირუსი
არენავირუსი – (არენავირუსები ლათ. Arenaviridae, ბერძ. arenosa — ქვიშიანი) – რნმ-შემცველი ვირუსების ოჯახი. ვირუსულ ოჯახს დასახელება მიენიჭა, ვირიონის სტრუქტურის მიხედვით, რომელიც თითქოს ქვიშასავით არის გაბნეული. ვირუსები გავრცელებულია ტროპიკებში. ინფიცირების შემდეგ სიკვდილიანობა 20%-ს აღემატება. არენავირუსებს პირობითად ჰყოფენ ახალი და ძველი სამყაროს ვირუსებად. ძველი სამყაროს 4 ვირუსიდან აღსანიშნავია: ლიმფოციტური ქორიომენინგიტის ვირუსი, რომელიც მთელი მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მღრნელებშია